04:00 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-03 12:02:53, 1206 ნახვა

საზოგადოება
გასულ წელს თბილისში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, გაზგამათბობელი ჩაჭრეს

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, 2018 წელს კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის.

გთავაზობთ 2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლებისმაჩვენებელს რაიონების მიხედვით:

ჩუღურეთი ნაძალადევი 15.266; სამგორი 14.657; ისანი ვაზისუბანი 10.871; გლდანი-სანზონა-თემქა 10.341; დიღომი-დიდუბე 5.148; მთაწმინდა-კრწანისი 7.573; საბურთალო 3.627; ნუცუბიძე 1.151; ვაკე-წყნეთი 499“,- აღნიშნულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics