04:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 15:46:12, 440 ნახვა

პოლიტიკა
ბულგარეთის პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე: მინდა, რომ ეს ხვალ მოხდეს

ბულგარეთის პრეზიდენტის  როსენ პლევნელიევის განცხადებით, ბულგარეთი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, თავისუფლად იმოგზაურონ, ივაჭრონ და  იმუშაონ ევროკავშირის ქვეყნებში.
როგორც როსენ პლევნელიევმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბულგარეთი ისურვებდა, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არა 2016 წელს, არამედ ხვალ მოხდეს.
„ბულგარეთი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის უფლებას, თავისუფლად იმოგზაურონ, ივაჭრონ, იმუშაონ ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.ევროკავშირი მიზნად ისახავს უვიზო გადაადგილების უფლება გასცეს.მე არ მინდა, რომ საქართველოსთვის ეს 2016 წელს მოხდეს, მინდა, რომ ეს ხვალ მოხდეს“,-განაცხადა
მისივე თქმით, მიესალმება იმ პროგრესს, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე განიცადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics