02:14 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 11:35:26, 815 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში ხმები სწორად დაითვალეს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ხმების დათვლა სწორად მოხდა.

კვლევის თანახმად, გამოკიტხულთა 24 % სრულად დარწმუნებულია, რომ ხმების დათვლა სწორედ მოხდა, 24 % - ნაწილობრივ დარწმუნებულია, 15 % - ნაკლებად დარწმუნებულია, 11 % - საერთოდ არ არის დარწმუნებული, 19 %-მა კი არ იცის. 

რაც შეეხება მეორე ტურს, 25 % სრულად დარწმუნებულია, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა, 28 % ნაწილობრივ დარწმუნებულია, 16 % ნაკლებადაა დარწმუნებული, 14 % „რულიად არ არის დარწმუნებული, დანარჩენებმა კი ან არ იციან, ან პასუხზე უარს აცხადებენ.

ამასთან, გამოკითხულთა 71 პროცენტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან კანდიდატთა კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციას ინიშნავდნენ ან ამომრჩევლებს პირად ინფორმაციას თხოვდნენ, არ შეუნიშნავთ. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92 პროცენტი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას საარჩევნო უბანზე სიტუაცია მოწესრიგებული იყო.

გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics