|
2019-01-29 12:20:26, 1010 ნახვა
საზოგადოება
დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოები წელს დაიწყება
2019 წელს დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. პროექტის ღირებულება 11 620 192 ლარია და ის ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წლის მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქალაქო პარკების მოწყობა გენერალური გეგმითაც გაწერილია და მათგან ერთ-ერთი სწორედ დიღმის ჭალებში განთავსდება. „ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას. არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების ხარჯზე, სპორტული მოედნების ხარჯზე და ა.შ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ შევქმნათ ძალიან ბევრი მწვანე სივრცე. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია საქალაქო პარკების მშენებლობა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ დიღმის ჭალების პარკია. 11 მილიონზე მეტი ჯდება ამ პროექტის განახორციელება და მას 2019 წელს დავიწყებთ. პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში უკვე გამოვაცხადებთ მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, პარკში განთავსებული იქნება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, საბავშვო სივრცეები და კაფე-ბარები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)