01:28 - 21 Aug, 2026
|
2019-01-28 15:05:08, 1235 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 1 პირი [ვიდეო]
ბათუმის მერიასთან, სადაც გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს, დაპისპირება მოხდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შეჭრა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებსა და სამართალდამცეველებს შორის დაპირისპირებისას, პოლიციამ აქციის მონაწილე ქალი დააკავა. აქციის მონაწილეებს ბათუმის მერთან შეხვედრა და წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის ნებართვის მიღება სურთ. გარემოვაჭრეების თქმით, ბათუმის მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე მუშაობა მიუღებელია. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, მოქალაქე ადმინისტრაციულად, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ვიდეო : იმედი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)