|
2019-01-28 13:25:42, 1408 ნახვა
საზოგადოება
2020 წლისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგაძის ინფორმაციით, 2020 წლისთვის მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. როგორც გორგაძემ განმარტა, გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის გამოცდების დიდი რაოდენობა. "პირველი გამოწვევა არის ის, რომ გაზრდილია გამოცდების რაოდენობა და ფაქტობრივად, შედეგზე რაც გვინდა, რომ გვქონდეს, ამ გაზრდილი გამოცდების რაოდენობას ვერ გავყავართ. გამოცდების ამ რაოდენობის გამო, გამოვლინდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი გამოცდების მომზადებაზე გადაერთო. სკოლის როლი თანდათან დაკნინდა“, - განაცხადა სოფო გორგაძემ. მისივე თქმით, წელს მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, ხოლო მე-12 კლასში შენარჩუნდება და მათი მოხსნა 2020 წელს მოხდება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მე-11 კლასში ჩაიჭრა ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდა, მათთვის ეროვნული ცენტრი გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს. სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)