|
2019-01-26 10:58:00, 1144 ნახვა
საზოგადოება
გახარია: შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემურ განახლებაში, აკადემიას კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და განახლებული სასწავლო-ინფრასტრუქტურული სივრცის პრეზენტაციას დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, 2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება. ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და სწორედ აკადემია ყალიბდება სისტემაში მოხვედრის ერთადერთ გზად. გარდა ამისა, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. 2018 წელს აკადემიაში შემუშავდა და განახლდა 46 ახალი პროგრამა/ტრენინგი, რომლებიც პოლიციელთა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს. მათ შორის შეიქმნა მართლწესრიგის ოფიცერთა სასწავლო პროგრამა, რომლის საფუძველზეც უკვე გადამზადდა 66 ოფიცერი და ამჟამად მიმდინარეობს 84 ოფიცრის გადამზადება. ასევე, შემუშავდა გამომძიებელთა სასწავლო პროგრამაც. საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება. მხოლოდ გასულ წელს, აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, რაც წინა წლის მონაცემებს 46%-ით აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული სწავლების მეთოდის საშუალებით დამატებით გადამზადდა 16 692 პოლიციელი. „აკადემია არის სისტემურად მნიშვნელოვანი კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, მოტივაციასთან ერთად, არის ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელმაც საპოლიციო საქმიანობა ხარისხობრივად ახალ დონეზე უნდა აიყვანოს. სისტემურ განახლებაში აკადემიას აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გიორგი გახარიამ აკადემიაში დაათვალიერა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მათ შორის აკადემიის 93-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელსაც 2018 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რეგიონებიდან აკადემიაში სასწავლებლად ჩამოსულ პოლიციელებსა და ტრენერებს მოემსახურება. განახლდა საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, სიმულაციური სწავლების სივრცე, განხორციელდა აკადემიის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა. ასევე, 2019 წელს აკადემიის ბაზაზე მოეწყობა პოლიციელთა საცეცხლე ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე. საპოლიციო ინფრასტრუქტურის და სასწავლო პროგრამების განახლება აკადემიაში 2019 წელსაც გაგრძელდება.
(NS)
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
„საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“ - ამ სლოგანით თბილისში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





