|
2019-01-24 17:03:34, 1243 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - პროცესის ჯანსაღად განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, არა გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის
უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, გია ვოლსკის თქმით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საფრთხეები არსებობს და ეს „გუნდის თვალწინ ძალიან კარგად იშლება“. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პროცესის ჯანსაღად განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, არა გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. „თავიდანაც და დღესაც აზრთა სხვადასხვაობა რჩებოდა იმასთან დაკავშირებით, თვითონ ამ განხილვის პროცესის გაჯანსაღება რომელიმე ჯგუფის ხელში არ უნდა ყოფილიყო ან ვინმეს პრეროგატივა არ ყოფილიყო, რაც თავიდანვე გაცხადდა და მე ამასთან დაკავშირებით მქონდა ჩემი განსხვავებული პოზიცია, დღესაც ეს პოზიციები დაფიქსირდა და ფაქტია, რომ ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა და განვითარება არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, არა ჩვენთვის, არა გუნდისთვის, არამედ საზოგადოებისათვის. არის საფრთხეები და ეს საფრთხეები ახლა ჩვენს თვალწინ ძალიან კარგად იშლება, ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტებისა და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდგომ თავადვე იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებულნი და მეორე ნაწილი კიდე, რომელიც ეხება კრიტერიუმებს და ის უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას, არამარტო ემოციური განწყობით, არამედ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რომ საქართველოს რყევა არ ემუქრება. ამის იქით მექნება კომენტარები უფრო დეტალური, მაგრამ დღეს არაა, ხვალ და ზეგ იქნება ამ თემებზე საუბარი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. ასევე, მისი თქმით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ გუნდს დაშლა არ ემუქრება. თუ დარჩება გუნდი განსხვავებული პოზიციებით, რაც არაერთხელ მომხდარა, არ გამოუწვევია ის, რომ გუნდი დაშლილიყო, მაგრამ საზოგადოება ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით და მომავალშიც ასე იქნება, რომ დავაფიქსირებთ პოზიციას. თუკი გამჭვირვალობა არსებობს ჩვენს პოზიციაში, საზოგადოებას მოვუხდი ბოდიშს, ვისაც თავს ახვევენ სკანდალურობას, ამ გამჭვირვალობის მიღმა. ჩვენ პოლიტიკას და პოზიციას არ შევცვლით. რასაკვირველია, ცოტა მეტი ეთიკა მოგვეთხოვება და ცოტა მეტი თავდაჯერებულობა ჩვენ განცხადებებში და არა ერთმანეთის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს განსხვავებული აზრები და რაში მდგომარეობს ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი ამ შემთხვევაში იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და ყველას აზრი იქნა მოსმენილი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)