|
2019-01-24 11:12:06, 1131 ნახვა
საზოგადოება
კომისია „სილქნეტსა“ და „მაგთიკომზე“ - დაუსაბუთებელი განცხადებები მიუღებელია, შეაჩერონ ტარიფების გაზრდის პროცესი
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის. კახა ბექაური კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს თუ მათ მართლაც სურთ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, შეაჩერონ ტარიფების გაზრდის პროცესი და რეალური არგუმენტები საქმიან გარემოში გააცნონ კომისიას. „მე მქონდა მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა, ეს სატელეფონო კომუნიკაცია იყო. იცით, რომ კომისიამ მიმართლა ორივე კომპანიას უარი ეთქვათ ტარიფების გაძვირებაზე, ჯერ-ჯერობით დღევანდელი მოცემულობით და „სილქნეტის" განცხადებით იკვეთება, რომ ამ მიმართვის გათვალისწინება არ მომხდარა. ჩემთვის არ არის მისაღები არც ერთი ზეპირი და თუნდაც წერილობითი დაუსაბუთებელი განცხადებები, ზუსტად ეს მოვთხოვე ოპერატორებს, რომ უარი თქვან კონკრეტული თარიღებიდან გაძვირებაზე, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ ის, რასაც ესე ზეპირად, დაუსაბუთებლად წერილობით ამბობენ", - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. მისივე განცხადებით, კომისიის მონაცემებით ბაზარზე ამის საჭიროება არ დგას და კომპანიების არგუმენტი, რომ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ ტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება. „ჩემი მონაცემით არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ტარიფის გაზრდის საცალო ბაზარზე, მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და დამატებით საჭირო არის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი ასაბუთებენ რაღაცას, კი ბატონო, ჩვენ ამისთვის მზაობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც მოვისმენთ დასაბუთებებს, თუ რატომ ახდენენ ისინი საცალო ფასების ზრდას. ღია ვართ ამისთვის, თუმცა იმის ნაცვლოდ, რომ ჩვენს შეთავაზებაზე თანხმობა ეთქვათ და გადმოსულიყვნენ სამუშაო რეჟიმზე, ჯერ-ჯერობით ისინი არ არიან ამ პროცესში და ისევ იმეორებენ, რომ კონკრეტულ თარიღში გაზრდიან ფასს. რადგან კომპანიები სამუშაო რეჟიმზე არ გადმოსულან კომისია მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იწყებს კვლევას, რომ დავადგინოთ ოპერატორებისთვის ზედა ზღვრული ტარიფები",- აცხადებს კახა ბექაური. შეგახსენებთ, „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის ტარიფები იზრდება. „მაგთიკომის“ განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან შევა ძალაში, ხოლო „სილქნეტის“ (ჯეოსელი) 1 მარტიდან.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)