12:53 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 10:40:00, 1624 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველომ ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„მას შემდეგ, რაც  ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ,  საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს,  მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს  და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - წერს დავით ზალკალიანი.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც აქციების ორგანიზატორია, თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად პირველად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა. შესაბამისი განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა. გარდა ამისა, გუაიდო პრეზიდენტად აღიარეს ასევე კანადამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, პარაგვაიმ, მექსიკამ, ბოლივიამ და ჩილემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics