|
2019-01-23 17:38:43, 1347 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 15 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა დასრულდა
ნაძალადევის რაიონში 15 ფიტნეს ზონის მოწყობა დასრულდა. თითოეულ მისამართზე კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სავარჯიშო ტრენაჟორები დამონტაჟდა. ერთ-ერთი ახალი ფიტნეს ზონა, რომელიც ზესტაფონის ქ. N19ა-ში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა. „სპორტული სივრცეების მოწყობა ამ ეტაპზე, 15 ლოკაციაზე დავასრულეთ. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონს სულ 17 ფიტნეს ზონა შეემატა. თითოეულ მოედანზე ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. მსგავსი პროექტები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რადგან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მოსახლეობისგან მოთხოვნა დიდია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. 17 ახალი ფიტნეს ზონის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 293 800 ლარი გამოყო.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)