22:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 13:38:51, 1057 ნახვა

საზოგადოება
MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრმა, ბილაინის მობილური აპლიკაცია MyBeeline-ი კიდევ უფრო მოქნილი გახადა, რის შედეგადაც მომხმარებელს აპლიკაციით, თითის ერთი დაჭერით შეუძლია თანხის გადარიცხვა ბილაინის სხვა მომხმარებელთან. საკუთარი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვისთვის მომხმარებელს აღარ სჭირდება ე.წ. USSD კოდის დამახსოვრება. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ბილაინის ნებისმიერ მომხმარებელს როგორც საქართველოში, ისე როუმინგის დაფარვის ზონაში.

2018 წლის განმავლობაში  MyBeeline აპლიკაციის განახლება რამდენჯერმე მოხდა და ის მეტად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. აპლიკაცია უკვე არჩევს ფიზიკურ პირსა და კორპორაციულ კლიენტს და უკანასკნელს განსხვავებულ ინტერფეისს აჩვენებს, სადაც მომხმარებელი ხედავს თავისი კორპორაციული ტარიფის ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა პაკეტსა და მომსახურებას. აპლიკაციის განახლების შედეგად ბილაინის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ: მიიღონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პერსონალური შეთავაზებები, როგორებიცაა ბონუსი ბალანსის შევსებაზე, ფასდაკლება და ბონუსი ინტერნეტპაკეტის აქტივაციაზე, ან სპეციალური სატარიფო გეგმა და სხვა.

MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით ბილაინის აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას და შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურებების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და, სურვილის შემთხვევაში, საბანკო ბარათის მონაცემებიც შეინახოს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ისე Windows Mobile -ზე. 

MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ: https://www.beeline.ge/applications/

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics