|
2019-01-23 12:46:41, 989 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას თბილისის მერია მოაწყობს
თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძემ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მიიღეს. „თბილისში, სამგორის რაიონში სამხედრო დასახლება არსებობს. იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა არაერთხელ მოგვმართეს იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოწესრიგებას საჭიროებს. დასახლების ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან კომუნიკაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს. მზად გვაქვს რეაბილიტაციის პროექტი და რამდენიმე დღეში, როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, ტერიტორიის მოწესრიგებას და კეთილმოწყობას დავიწყებთ. იქ მართლა უმძიმესი მდგომარეობაა, წვიმის დროს გავლა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ადგილობრივ მოსახლეობას ვპირდები, რომ აღნიშნული პრობლემები, ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გარე განათებების მონტაჟი თუ სკვერების მოწყობა, ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)