22:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 11:51:47, 1117 ნახვა

საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა  კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს აღემატება.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრი გვყავს. მათი რაოდენობა 3000-ს აღემატება. უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფის ეს ვალი აღიარებული აქვს. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებთ, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიის საკუთრებაში არსებული ფართების 40 ოჯახისთვის გადაცემის საკითხს განვიხილავთ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება.

„განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სრული სია და ბინების გადანაწილება ამ პრიორიტეტებით მოხდება. დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად, თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics