|
2019-01-23 10:09:53, 1419 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ტურიზმისა და განათლების სფეროში
ჩემი მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა წამყვანი გერმანული მედიასაშუალების კითხვებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში უპასუხა. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს მარშრუტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტირებით სულ უფრო მეტი კომპანია ინტერესდება. "რუკას თუ შეხედავთ, საქართველო ბუნებრივად არის რეგიონის ცენტრად ქცევის კანდიდატი. ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის ჩვენ კარიბჭეს წარმოვადგენთ. ამიტომ, ჩემი მთავრობის სტრატეგიაა საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან კრეატიული რეფორმები განვახორციელოთ, რათა მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ საქართველოში. საკუთარ ქვეყანას აზიიდან ევროპაში ხიდად მივიჩნევთ, რადგან უმოკლესი გზა ვართ. გვინდა ხელი შევუწყოთ მზარდ სავაჭრო ტვირთბრუნვას აზიასა და ევროპას შორის. ამ მიზეზით ვახორციელებთ დიდი მოცულობის ინვესტიციებს ჩვენს ინფრასტრუქტურაში და ძალიან მახარებს დავოსში იმის ნახვა, რომ სულ უფრო მეტი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოში კაპიტალდაბანდებით, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)