|
2019-01-22 19:35:16, 1347 ნახვა
საზოგადოება
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: ნადირაშვილის ქუჩაზე კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა
თბილისში, შოთა ნადირაშვილის 22-ში, საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, კომპანიას გაზის სუნის შესახებ 21B კორპუსის მცხოვრებლებმა შეატყობინეს. კორპუსი კომპანიის სპეციალისტებმა შეამოწმეს. მათი თქმით, დეტალურად შემოწმდა გაზსადენი, სერვერის საშუალებით შემოწმდა ლიფტისა და საკომუნიკაციო შახტები. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის გაჟონვა საკომუნიკაციო შახტში სერვერმა დააფიქსირა. უსაფრთხოების მიზნით, გადაეკეტა კორპუსს გაზი. გადაკეტვის შემდეგ კორპუსის მიმდებარედ შემოწმდა საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ჭები, სადაც სერვერმა გაზის კონცენტრაცია არ დააფიქსირა. როგორც „ყაზტრანსგაზში“ აცხადებენ, კორპუსში ბინები ლაზერული აპარატით შემოწმდა და მესამე სართულის დაკეტილ №8 ბინაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვება დაფიქსირდა. კომპანიის სპეციალისტებმა ადგილზე გამოიძახეს საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახური.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)