22:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 18:34:21, 1246 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი რესპუბლიკის საარქივო დოკუმენტებს სტუდენტები იკვლევენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტის მონაწილეებმა ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო დოკუმენტების შესწავლაზე მუშაობა დაიწყეს.

სტუდენტები მკვლევართა დარბაზში ორი თვის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა თემაზე: „კულტურის პოლიტიკა 1918-21 წლების საქართველოში" (თათია ბარბაქაძე); „ბოლშევიკური ამბოხი დუშეთის მაზრაში 1918 წელს" (ლაშა ჩანტლაძე); „1919 წლის გურიის ბოლშევიკთა აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ" (ქეთევან სიხარულიძე) და „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობა" (ირაკლი სილინი).

პროექტის მიზანია 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების შესწავლა, დასკვნების გამოტანა და გააზრება; იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში იკვლიონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია.

ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევრისთვის საჭირო უნარების განვითარებაში, რაშიც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფას და საჭირო მასალაზე - საარქივო პირველწყაროზე - მუშაობა.

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებული კონკურსით ოთხი სტუდენტი შეირჩა - სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი თათია ბარბაქაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებების ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ლაშა ჩანტლაძე, თსუ-ის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთევან სიხარულიძე და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი სილინი.

მუშაობის დასრულების შემდეგ სტუდენტები საკუთარ ნაშრომებს პრეზენტაციაზე წარმოადგენენ, ამასთანავე, გამოქვეყნდება კვლევების ელექტრონული ვერსია.

სტუდენტურ პროექტს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics