|
2019-01-22 13:49:27, 920 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
„ინფორმაცია, თითქოს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული. სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედანის ნახაზების მიხედვით ჩატარდა, შემდეგ კი, იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მეტროსადგურ „რუსთაველის“ რეაბილიტაციის ფარგლებში, ვეფხვის სტილიზებული გამოსახულებით კონსტრუქცია ჩამოიხსნა და ისინი მისი ასლებით ჩანაცვლდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გასული წლის დეკემბერში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვეფხვის გამოსახულებიანი კონსტრუქცია მისი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, დროებით ჩამოხსნა. სამუშაოების დროს, გამოიცვალა დამცავი ბადე, ხოლო თავად ალუმინის მასალისგან დამზადებული კონსტრუქცია გაიწმინდა და დაიფერა. ვეფხვის გამოსახულების რესტავრირება საპროექტო დედანის ნახაზების მიხედვით ჩატარდა (გთხოვთ იხილოთ ნახაზები). აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტილიზებული გამოსახულებები იმავე ადგილას, მეტროსადგურის ქვედა ვესტიბიულის კოლონებზე დამონტაჟდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)