|
2019-01-21 12:19:26, 1095 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებმა სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართეს. აქციის ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებდნენ, ხელი მოეწერათ მანიფესტისთვის „მართლმსაჯულების გადასარჩენად“, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციან სიას მხარი დაუჭირა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის დეკემბერში მოსამართლეების სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. მეორე- სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ბატონმა მურუსიძემ და ბატონმა ჩინჩალაძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეები, ასევე აუცილებელია,რ ომ პარლამენტმა ფართო დისკუსიებით დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და მეოთხე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ - სიის ნომინირება მოხდეს მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება“, -განაცხადა „საია“-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)