|
2019-01-21 10:40:54, 1027 ნახვა
საზოგადოება
ბატიაშვილი: საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან, საფრთხის შემთხვევაში მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც დღეს სწავლა განახლდა, მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას. მინისტრს თქმით, სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან უსწრაფესად იქნება მიღებული გადაწყვეტილება. „სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)