|
2019-01-19 16:31:18, 1415 ნახვა
საზოგადოება
მეუფე პეტრე სპირიდონის განცხადებაზე: იმედი მაქვს, რომ ჩემი წერილი მისთვის ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი მარცვალი იქნება
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა მაღალმთიანი აჭარის მთავარეპისკოპოსის, სპირიდონის ბრალდებებს პასუხობს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, საკუთარი გულისტკივილი მან მეუფე სპირიდონს წერილობით მიმართვაში გამოუხატა. „მეუფეს, მე ვფიქრობ, რომ ამომწურავად ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში დავუფიქსირე და როგორც ვწერ წერილში, რომ იმედია, რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი მისი მხრიდან და შეურაცხყოფილი და იმედი მაქვს, რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზასა ზედა და ეკალ-ბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ, რომ ამან უნდა გამოიღოს, ამ მხილებამ და მოწოდებამ, ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება", - განაცხადა მეუფე პეტრემ. სპირიდონმა ჭყონდიდის ეპისკოპოსს, შეურაცხყოფა მიაყენა. მან მეუფე პეტრეს ჯერ "უგუნური" უწოდა, შემდეგ კი ეკლესიის გახლეჩვაში დაადანაშაულა. მთავარეპისკოპოს სპირიდონის გაღიზიანება მეუფე პეტრეს სატელევიზიო ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც მან, ციანიდის საქმის გამო, პატრიარქი გააკრიტიკა. მეუფე სპირიდონის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მეუფე პეტრემ საეკლესიო სასამართლო მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)