19:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:55:36, 1199 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა უნდოდა

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა. 

კალაძის თქმით, მსგავს ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს, თუმცა მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. 

"მამუკა კობახიძე, სანამ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნებოდი, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში სხვადასხვა კომპანიაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე პოლიტიკური ნიშნით არ ვნიშნავდი და ვათავისუფლებდი ადამიანებს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, იყო კვალიფიციური", - აღნიშნა კალაძემ. 

კითხვაზე -  სურდა თუ არა მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის” წილის შეძენა კალაძე ასე პასუხობს:

"ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როდესაც სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა „ყაზტრანსგაზში“ და გააუბედურა კომპანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics