|
2019-01-18 14:58:24, 1071 ნახვა
საზოგადოება
მასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მამიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, მამასწავლებელთა კრედიტ-ქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს განათლების ხარისხის გაზრდას შეუწყობს ხელს. მანვე დასძინა, რომ მასწავლებლები ბიუროკრატიისგან გათავისუფლდებიან. „ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. მასწავლებლები გათავისუფლდებიან ბიუროკრატიისგან და შეექმნებათ საშუალება მეტი შემოქმედებითობისთვის. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“ - განაცხადა ბატიაშვილმა. როგორც მინისტრმა ზოგადი განათლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა, სქემაში ცვლილება განპირობებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად, რადგან პედგაგოგისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეებზე ორიენტირება, ახალი მიდგომების დანერგვა, რასაც სწორედ ეს ცვლილება ემსახურება. მინისტრის თქმით, ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა მათთვის, ვინც უკვე ჩართულია სქემაში. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ უქმდება თვითშეფასების კითხვარიც, რომელიც ნებაყოფლობითი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)