|
2019-01-18 13:57:00, 4660 ნახვა
საზოგადოება
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წითელასგან გარანტირებული დაცვა მხოლოდ ვაქცინაციაა. ამიტომ, მინისტრის თქმით, წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, ხოლო შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება. აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. "ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა. ამას ეწოდება ეპიდაფეთქება. გარანტირებული დაცვა, ასე ვთქვათ, ამ დაავადების გავრცელებისგან, არის ვაქცინაცია, რომელიც მიწვდომადი არის ყველასთვის. ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმიური ვაქცინაცია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, დიდწილად ეს არ ხერხდებოდა. 2008 წლის მდგომარეობისთვის, ეს იყო 1 მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, თუმცა მეორე ნახევრის ვერა და ამაში ნეგატიური წვლილი გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)