00:50 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 17:43:46, 474 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მედიას მოუწოდებს, საპანიკო სიტყვა ევაკუაციას ნუ გამოიყენებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიას მოუწოდა, სიტყვა "ევაკუაცია" არ გამოიყენონ. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოსალოდნელი ამინდის გაუარესების გამო, სამუშაოების შეჩერების,  სტიქიის ზონებიდან  სპეცტექნიკისა და მომუშავე ადამიანების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
"მინდა, გთხოვოთ ყველას, მედიას, რომ სიტყვას- ევაკუაცია ნუ გამოიყენებთ, ასეთ საპანიკო სიტყვებს ნუ იტყვით,  მანამ, სანამ ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენელი არ გააკეთებს კომენატრს.ვინაიდან დღეს ამინდი შეიცვალა, არის მოსალოდნელი წვიმა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საგანგებო შტაბმა მიიღო, რომ დროებით სამუშაოები შეჩერდეს, მოხალისეები და ტექნა იქნას ამოყვანილი კრიტიკული ზონებიდან",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, სტიქიის გამომწვევ მიზეზებს პროკურატურა შეისწავლის.
"იმ მიზეზების შესწავლა უნდა მოხდეს, რის გამოც მოხდა ყველაფერი,  ვერეს ხეობის შესწავლა უნდა მოხდეს და მაღალი ალბათობით,  ამ საკითხს  პროკურატურა შეისწავლის",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოები შეჩერებულია და ვერეს ხეობიდან, სვანიძის ქუჩიდან და გმირთა მოედნიდან მომუშავე ადამიანები გაიყვანეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics