|
2019-01-17 12:33:26, 1091 ნახვა
საზოგადოება
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო,საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს საქართველოს საელჩოების შენობებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, სამხრეთ აფრიკაში, კატარში, ქუვეითში, ნიდერლანდებში, კორეის რესპუბლიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, მექსიკაში, საუდის არაბეთში, კვიპროსში, მოლოდოვაში, ირლანდიაში, ლატვიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, სლოვენიაში, უკრაინაში, ავსტრიაში, ჩინეთში, ქ. ნიუ-იორკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება. შეგახსენებთ, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)