|
2019-01-16 12:38:13, 1066 ნახვა
საზოგადოება
ჯვრის მონასტრის გარემოვაჭრეების თქმით, ტერიტორიაზე ანტისანიტარიას თავად მონასტერში მყოფი ადამიანები ქმნიან
მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ განუცხადა, ტერიტორიაზე ანტისანიტარიას არა მათი საქმიანობა, არამედ თავად მონასტერში მყოფი ადამიანები ქმნიან. ამასთან, გარემოვაჭრეები იმ ადგილებზე მიუთითებენ, სადაც ტაძრიდან გამოტანილი დამწვარი სანთელი და სხვა ნარჩენი ნივთები ერთად არის თავმოყრილი. „ხალხის დანთებული სანთელი, რომელიც ესე დაყრილია სიგარეტის ბიჩოკებთან, ნაგავთან, ყველაფერთან ერთად, რომელიც არ არის ჩამწვარი ნახევრადაც კი და მერე მოვაჭრეებს აბრალებენ, რომ ანტისანიტარიაა აქ. გაგვცენ მამაოებმა, წინამძღვარმა კონკრეტულად პასუხი, ეს რას ნიშნავს, შეხედეთ, რას ჰგავს აქაურობა. არა მარტო ეს, გარშემო სულ ასეთი რაღაცები ხდება. სირცხვილი არ არის ეს? ამას, პირველ რიგში, წინამძღვარი უნდა აქცევდეს ყურადღებას“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარე მოვაჭრემ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)