|
2019-01-15 12:34:48, 1595 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ხელისუფლების მიერ უკრაინელი ხალხისთვის არ მილოცა, ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის ზიანის მომტანი
„თითოეული დღე როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ეს არის გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება. „ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთში მართმადიდებლური ეკლესია შერწყმულია პუტინის რეჟიმთან და წარმოადგენს ამ რეჟიმის ინსტრუმენტს მისი მეზობლების წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში და მთლიანად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი მოვლენა და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვება არ არის. ჩვენ საქართველოში გვაქვს ნანახი, როგორ იყენებს რუსული მართმადიდებლური ეკლესიის გავლენას პუტინის რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ, პირდაპირ აგრესიაში თუ პროპაგანდისტულ ომში. ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ მიულოცეს უკრაინელ ხალხს ეს გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ მოგვისმენია არც პრემიერ-მინისტრისგან, არც საგარეო საქმეთა მინისტრისგან, არც პარლამენტის თავმჯდომარისგან და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერისგან მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ამასთან, ის ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებას. ბოკერიას თქმით, ზურაბიშვილის მიერ ეკლესიისკენ ხელის გაშვერა ფუნდამენტურად არასწორია. „ჩვენ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის გაუგებარი განცხადება, სადაც მან ეკლესიისკენ გაიშვირა ხელი, რაც ფუნდამენტურად არასწორია. საქართველოში ჩვენი კონსტიტუციით ხელისუფლება, სახელმწიფო და ეკლესია არის გაყოფილი. საზოგადოების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დააფიქსირონ, როგორია მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და რატომ აქვთ ის პოზიცია, რაც აქვთ. მათ მაინც მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, „ევროპული საქართველო“ მათ პარლამენტში დავიბარებთ, მაგრამ თითოეული დღე როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის. შესაძლოა, ეს კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიისთვის და იმ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამიტომ ველოდები მათ პასუხს - რა არის მათი პოზიცია, რატომ აქვთ ეს პოზიცია და ნუ გაიშვერენ ხელს საქართველოს ეკლესიისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენმა მეგობრებმა მთელ მსოფლიოში იცოდნენ, რა ინსტრუმენტებს იყენებს ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ რუსეთი. ასეთი ინსტრუმენტი არის რუსული მართმადიდებლური ეკლესია. ამ შესაძლებლობის არგამოყენება, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ საერთაშორისო ასპარეზზე, არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - განაცხადა ბოკერიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)