12:21 - 05 Nov, 2026
|
2019-01-11 15:56:28, 1373 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი
„ქართულ ოცნებაში“ ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანდა. ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების „მეამბოხეებად“ მოხსენიება, გუნდის მხრიდან, მათი დამნაშავეებად გამოცხადებას ნიშნავს. „გუშინდლამდე ეს ადამიანები თუ იყვნენ დისციპლინის დამრღვევები, დღეს მათ უკვე უწოდეს მეამბოხეები ამ დახურულ შეკრებაზე, კაჭრეთში. მეამბოხე ნიშნავს დამნაშავეს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ უკვე საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. იქნება ის სია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგენს, დიდი ალბათობით, მათი მიზანია, ამ სიის მთავარი ფიგურანტების გაყვანა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)