|
2019-01-09 17:39:50, 1320 ნახვა
საზოგადოება
„112“ მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ
ვირუსული ინფექციების გავრცელების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. "112" მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს. „112“ მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, "112" მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს. "112", ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "112" მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს“, - ნათქვამია „112“-ის განცხადებაში.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)