|
2019-01-09 11:20:29, 1277 ნახვა
საზოგადოება
სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერი: ჭავჭავაძეზე დაშავებული მუშებიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა
„ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ყველანაირად მივაქცევთ ყურადღებას დაშავებულ თანამშრომლებს“, - ამის შესახებ სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების მენეჯერმა, რატი ცქიტიშვილმა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მუშები სამსახურში მოვიდნენ, ასევე მისი თქმით, თითოეული მათგანი საქართველოს მოქალაქეა. „ჩვენი ინფორმაციით, ახლა ვამოწმებთ, დაშავებული არის ჯანში 10 კაცამდე, აქედან ერთი სამწუხაროდ გარდაცვლილია და ერთის მდგომარეობა არის მძიმედ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი თანამშრომლები ცენტრალურ შესასვლელთან იყვნენ, დაახლოებით იყო 9 საათი დაწყებული, მათ სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაეჯახა. ჩვენი მხრიდან რაც საჭიროა ყველანაირად მივაქცევთ ყურადღებას“, - განაცხადა რატი ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი, დაშავდა. შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)