|
2019-01-08 15:04:03, 1283 ნახვა
საზოგადოება
Washington Post: რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი
რქაწითელი შესაძლოა, გახდეს პირველი ღვინო, რომლის დალევაც მარსზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ Washington Post-ის სტატიაშია ნათქვამი, სახელწოდებით „თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე“. სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ემი ფერის როტმანი წერს, რომ ქართველი მკვლევარები აქტიურად მუშაობენ, იმისათვის, რომ დაადგინონ, თუ რომელი ყურძნის მოშენება იქნება შესაძლებელი წითელ პლანეტაზე. „მკვლევრებმა უნდა დაადგინონ, რომელი ყურძნის ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარიშხალს და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ვინ არ ისურვებდა მარსული ღვინით სავსე ჭიქას, როდესაც ახალ პლანეტაზე ახალ წელს შევხვდებით?“, - წერს როტმანი. ჟურნალისტი ამბობს, რომ პროექტში მეწარმეები და აკადემიური წრეების წარმომადგენელბი არიან ჩართული. გარდა ამისა, გამოცემის ინფორმაციით, წელს პროექტის მონაწილეები გეგმავენ, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში პირველი ე.წ. ვერტიკალური ბაღი გახსნან. Washington Post-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვერტიკალური მებაღეობა ადამიანის ჩართულობას და მზის სინათლეს მხოლოდ მინიმალურ დონეზე საჭიროებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მსგავსი პროექტი წარმატებით განხორციელდა პერუში, სადაც მარსზე არსებული გარემოს მსგავს პირობებში კარტოფილი მოიყვანეს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)