|
2019-01-07 14:24:36, 1379 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია ჯაღმაიძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს
კიკეთის ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. როგორც დეკანოზმა TV პირველის ეთერში განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდის სხდომა საკითხის განხილვის და პოზიციების შეჯერების შემდეგ მიიღებს. "27 დეკემბერს ბოლო სინოდმა იმსჯელა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე. სინოდის გადაწყვეტილებით, ისინი შემდეგ სხდომაზე გააგრძელებენ ამ საკითხზე მსჯელობას. საპატრიარქოს პოზიცია რა თქმა უნდა განსხვავებული ვერ იქნება სინოდის გადაწყვეტილებისგან. ამიტომ, დაველოდებით შემდეგ სინოდს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყველას აქვს თავისი შეხედულება. სინოდზე სწორედ ამიტომ არ იქნა მიღებული ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომ, დრო და დრო ვხვდებით, რათა ეპისკოპოსებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)