|
2018-12-28 21:05:00, 1648 ნახვა
საზოგადოება
დაბა სურამში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო ნობათები გადაეცათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაბა სურამში, სანატორიუმ „მზიურსა“ და „სურამში“ მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლომია და წარმომადგენლობის თანამშრომლები ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს. მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დაბა სურამში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გეგმიური უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაატარა. სურამში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც იმყოფებოდა, რომელიც დევნილ მოსახლეობას შეხვდა, მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო და დევნილებს მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, პრობლემების მოგვარებას, გარკვეულ საკითხებში კი საქართველოს ცენტრალური მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობას დაპირდა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)