|
2018-12-28 20:13:33, 1605 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო - კომიტეტში მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა, მოთხოვნის შემთხვევაში, მზად არის კითხვებს უპასუხოს
„დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში იგი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში კომიტეტის სხდომაზე მინისტრის არ დასწრების გამო, ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დეპუტატების ნაწილი მომხდარი ტრაგედიით მანიპულირებს. „აღსანიშნავია, რომ დღეს 18:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ჩანიშნული იყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში - მოსმენა, რის შესახებაც პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია. სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გამოცხადდა მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად. სამწუხაროდ, კვლავ გამოჩნდა, რომ დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათი მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლისა და სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ოპოზიციის პროტესტი გახდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საკითხის განხილვას განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნდა დასწრებოდა.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)