|
2018-12-28 14:08:00, 1325 ნახვა
საზოგადოება
ზურაბიშვილი: მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას და იმედს გამოვთქვამ, რომ გამსახურდიას გარდაცვალებას ნათელი მოეფინება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, მისასალმებელია, რომ მთავარი პროკურორი მზად არის საქმის მიმდინარეობაში პირადად ჩაერთოს. "მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს. იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, პარლამენტმა გუშინ, 27 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის ფარგლებშიც გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)