10:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-27 19:39:33, 1271 ნახვა

საზოგადოება
მაჭავარიანი - სესხის ჩამოწერისას, დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტებმა პორტფელები არ გაასხვისეს

იმ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებმაც ამ დრომდე არ გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის  ინფორმაციით, ფონდი „ქართუ" დღესაც მზადაა დარჩენილი სასესხო პორტფელის გამოსყიდვის მიზნით გააგრძელოს მოლაპარაკებები.

ამასთან, მისი თქმით, სესხის ჩამოწერისას, დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტებმა პორტფელები არ გაასხვისეს

„ბოლო პერიოდში, იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მეც მივიღე ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა თავისი თავი ვერ იპოვა სიაში, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერისას, კიდევ დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტების ნაწილმა არ გაასხვისა მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი. ჩემი ინფორმაციით, „ქართუს" კარი ჯერ კიდევ ღიაა და ვიმედოვნებ, ის დარჩენილი კომპანიები, ნაწილი მაინც, შეთანხმდებიან „ქართუსთან" და პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო ჩამოსაწერი თანხის საერთო ოდენობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა.

„ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics