|
2018-12-27 17:42:43, 1521 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ლოკალიზების მიზნით სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლება გაიმართა. წვრთნაში პირველად ჩაერთო რობოტო გამნაღმველი, საჰაერო ხომალდის ანგარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საეჭვო ნივთი გამოიტანა და მისი გაუვნებელყოფა უსაფრთხო ადგილას მოახდინა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ საავიაციო უშიშროების დეპარტამენტისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პერსონალმა, ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებმა, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურმა. სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ დასკვნითი ბრიფინგი გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილემ უშიშროების დარგში დავით ჯაბუამ შეაჯამა. მისი განცხადებით, სწავლების მიზანია საგანგებო სიტუაციის დადგომისას დანაყოფთა საქმიანობის კოორდინირება და პერსონალის უნარ-ჩვევების დახვეწა. საქართველოს აეროპორტებში სრულმასშტაბიანი პრაქტიკული სწავლებები პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ტარდება.
(R)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)