|
2018-12-27 15:49:07, 1649 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე - ზარდიაშვილის დარჩენა იყო აბსოლუტურად მიუღებელი
„ბატონი ვანოს დარჩენა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის რანგში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. ფოფხაძის თქმით, ბესელიას გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი შეჩერდა. „მე ვერ გეტყვით, ვინ რას ლობირებდა. მე კულუარულ თამაშებში არ ვიღებ მონაწილეობას. მე ზოგადად როგორც ვიცი, ბატონი ვანო ამ ადამიანებთან დაახლოებული პირია. მე მქონია მასთან კერძო საუბრები და ვიცი, რომ ის ლოიალურია ამ ადამიანების მიმართ. თუ ეს ასე არ არის, შეუძლია, ჩემი პოზიცია გააბათილოს. ეკა ბესელია არის ის პიროვნება, რომელმაც უზრუნველყო, რომ დაჩქარებული პროცედურა მოსამართლეობის შერჩევის ვერ განხორციელებულიყო“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)