09:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-26 16:59:21, 1127 ნახვა

საზოგადოება
„შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც გენპროკურორი უხელმძღვანელებს“ - ცოტნე გამსახურდია შიმშილობას წყვეტს

„ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად მე ვწყვეტ შიმშილობას“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურაში, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

„მე და ჩვენი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი შევხვდით შალვა თადუმაძეს, ვესაუბრეთ მას საქმეში არსებული ვითარების შესახებ და ამ საქმის გახსნის შესაძლო სტრატეგიებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე - შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად მე ვწყვეტ შიმშილობას“, - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიამ.

პროკურატურის ცნობით, გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის  ადვოკატს შესთავაზა  მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ  გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები. ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის  საქმის გამოძიებასთან  დაკავშირებით  მომდევნო შეხვედრა  პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილები მთავარ პროკურატურასთან თითქმის ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics