|
2018-12-26 14:43:37, 1157 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, საახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას პროდუქციაზე დატანილ ინფორმაციას სათანადოდ გაეცნონ. პიროტექნიკის გამოყენების დროს შესაძლო საფრთხეებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა ისაუბრა. მან მშობლებს მოუწოდა პიროტექნიკურ ნაწარმზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოახდინონ ბავშვების ინფორმირებაც მოახდინონ, რათა საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. „პიროტექნიკურ ნაწარმს უნდა ჰქონდეს ზედ ეწეროს ინსტრუქცია, გამოშვების წელი, შენახვის პირობები, დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვმა მაგალითად გაისროლა, ეს ვიცით კი ბატონო 2 წამია, მაგრამ გაგრძელდა 3 წამი, 4 წამი და ჰგონია ბავშვს, რომ რაღაც არ ფეთქდებაო. ამ დროს ხდება დათვალიერება, ხო? დათვალიერების შემთხვევაში ხდება უკვე გავარდნა, იქ თვალში მოხვდება. აქედან გამომდინარე ჯერ პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული და ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებული წარწერით. რაც მეტი ინფორმაცია ექნება მოსახლეობას, მით მაღალია პრევენციის ხარისხი. რაც მთავარია, მშობელმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ბავშვი. პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, ბავშვი რისკებს ნაკლებად აფასებს. გარდა ამისა, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის საფრთხე არსებობს. სიცოცხლისთვის საშიში ფაქტორი ნაკლებად არის, მაგრამ პიროტექნიკური ნაწარმის არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, ხშირია სხეულის დაზიანებების და ხანძრის საშიშროება. ძირითადი დაზიანებებია თითებისა და თვალის გუგის დამწვრობა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მხრიდან, კონკრეტულად ყველა დახლზე და ყველა ბაზრობაზე მისვლა და თითოეული პიროტექნიკური ნაწარმის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ, კანონი რეალიზატორებს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მათ შორის, ტრანსპორტირების წესებისა და შენახვის პირობების დაცვას“, - განაცხადა ირაკლი ჯანგებაშვილმა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)