|
2018-12-25 13:02:12, 1807 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე - ქაოსია მთავრობაში, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს სერიოზული სისტემური პრობლემაა
„ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოგიდგენიათ, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით ბიუჯეტი აუთვისებელია. „4 დღეა დარჩენილი საბიუჯეტო ჩვენი წლის და დაახლოებით, მილიარდ 250 მილიონი ლარის არს დასახარჯი. ანუ ეს ის ფული, რომელიც უნდა მოხმარებოდა ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას, გზებს, სკოლები, ინფრასტრუქტურას და ა.შ. ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოგიდგენიათ, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა. ერთადერთი, რაც გვესმის მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ეს არის ე.წ. ჭარბვალიანობა, დაუხვევიათ ეს საკითხი. ამის გარდა, რაიმე იდეა მათ საერთოდ არ გააჩნიათ. როცა იდეა არ არის, ბუნებრივია, მისი განხორციელების არც გზები არსებობს და არც რესურსები. ამ გუნდით, რომელიც დღეს მთავრობაშია, კარგი იდეების შესრულებაც შეუძლებელია“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)