|
2018-12-21 13:49:29, 1033 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, შენგელაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონში, შენგელაიას ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500-მდე კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „რაიონის მასშტაბით მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი დასრულდა. ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის ამორტიზებული მილები შეიცვალა. მთლიანად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. 40 წლის განმავლობაში შენგელაიას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ განხორციელებულა. ახლა უკვე მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 230 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)