|
2018-12-20 12:51:52, 1497 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა, ამას სჭირდებოდა პასუხი
„არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა, ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში“, -ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს განვითარებულ მოვლენებს და გაერთიანებული ოპოზოციის ერთ-ერთი ლიდერისა და მათი მხარდამჭერების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, „დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა“. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პოლიციელების შეურაცხყოფა სხვადასხვა ფორმით გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ერთგვარად ამ ბოლო პერიოდში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი იქნა გაცემული კანონის ფარგლებში. ასე უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხი. შეთავაზებული იყო ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა, რომელსაც სჭირდებოდა 20 წუთით მეტი, მაგრამ იმ დღეს ოპოზიციას თვითმიზანი ჰქონდა მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს და ამას სჭირდება პასუხი ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)