|
2018-12-19 17:11:36, 1254 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ვამაყობთ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა
„ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მამულიშვილურ, პატრიოტულ საქმედ შეაფასა ფონდის შექმნა, რომელიც ახალი შუამთის უნიკალური მონასტრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებასა და მის ბაზაზე მომავალი თაობებისთვის საგანმანათლებლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს. „ისტორიულად, განათლების ცენტრი და ქართული ეკლესია ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებოდა. ყველა ქართული ეკლესია და მონასტერი იყო საგანმანათლებლო ცენტრი და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა. ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია 21-ე საუკუნეში გრძელდება და ჩვენს მომავალ თაობებს ექნებათ საშუალება, განათლება ასეთ ცენტრში მიიღონ. ჩვენი მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებითაც ქართული ეკლესია-მონასტრები ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, რათა ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევძლებთ, ეს უნიკალური საგანძური მომავალ თაობებს პირვანდელი სახით გადავცეთ",- აღნიშნა პრემიერმა. ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ფონდის დამფუძნებლები დაესწრნენ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)