13:57 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-19 11:30:40, 1056 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ერთვებიან

"გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ. 

სისხლის უანგარო დონაციის მიზანი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა.

მ. იაშვილის სახელობის ცენრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში სადაც  ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით  დაავადებულ  0 დან 8 წლამდე ბავშვებს მკურნალობენ. მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ხშირად იქმნება დეფიციტი და პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics