|
2018-12-18 15:45:32, 1262 ნახვა
საზოგადოება
ისანში, ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი აფანასიევი) ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 220-მეტრიან მონაკვეთზე, წყალმომარაგების ქსელი შეიცვლება. სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ახორციელებს. მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, გამგეობა 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაციას დაიწყებს. ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. „მეტრომშენში, როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს დავპირდით, ყოფილი აფანასიევის ქუჩის სრული რეაბილიტაციაა დაწყებული. პირველ რიგში, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი იცვლება, რაც აქ მცხოვრებ ოჯახებსდღემდე, სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.მას შემდეგ, რაც კომპანია GWPწყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაასრულებს, საშუალება მოგვეცემა, გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ. მელიქიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის შეცვლა ორ კვირაში დასრულდება, ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის იანვარში დაიწყება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)