|
2018-12-18 14:30:47, 1000 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინის“ მხარდაჭერით „ხანის აკადემიის“ კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების ქართულად თარგმნა იწყება
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი „ბილაინი“), საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, საგანმანათლებლო ფონდი Educare Georgia-ს პროექტის, “ხანის აკადემიის” (Khan Academy) კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსის ქართულად თარგმნის მხარდამჭერი გახდა. ხსენებული პროექტის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის, კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები და უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს. სადღეისოდ, მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა, ფაქტობრივად, ისეთივე მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის განათლებისთვის, როგორც წერა-კითხვის უნარი, საქართველოში კი პროგრამირების შესწავლისთვის ქართულენოვანი რესურსი არ არსებობს. Educare Georgia-ს მიზანია ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ფონდი მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ქართულ ენაზე ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და თარგმნა; საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ამ დროისათვის Educare Georgia-ს ნათარგმნი აქვს 1-დან მე-12 კლასის მათემატიკის მასალა, რაც მოიცავს 2,600 ვიდეოგაკვეთილსა და 70,000-მდე პრაქტიკულ სავარჯიშოს. მათემატიკის გაკვეთილების ქართულ ვერსიას უკვე 50,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით. „ხანის აკადემიის“ ქართულენოვანი პლათფორმის სანახავად ეწვიეთ: https://ka.khanacademy.org/; ასევე YouTube-ის არხს: https://bit.ly/2pmdg4K (Khan Academy Georgian).
(R)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)