|
2018-12-18 13:49:56, 1295 ნახვა
საზოგადოება
კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიცია აქციას გამართავს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. დაკავებული ოპოზიციონერის საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ აქციაში მონაწილეობას ბევრი ადამიანი მოისურვებს. "მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოინდომებს და ეს ბუნებრივიცაა - დავით კირკიტაძის უკანონო დაკავების გაპროტესტებას და ყველა ვარიანტში, სადაც იქნება სასამართლო პროცესი და როცა იქნება, გვექნება ასევე მშვიდობიანი მანიფესტაცია. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ბრძოლა კი არის პრინციპული და შესაძლოა ვიღაცისთვის მწვავედაც გამოიყურება, მაგრამ ეს არის ყოველთვის მშვიდობიანი. ჩვენი ბრძოლა იყო, არის და იქნება მშვიდობიანი. ხელისუფლებასაც ამას ვეუბნებით, რომ ნუ ეშინიათ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)