20:22 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 11:03:56, 2367 ნახვა

ეკონომიკა
Bavaria სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ თანამშრომლობას 2026 წლამდე ახანგრძლივებს

სს "ქართული ლუდის კომპანია" ჰოლანდიური წარმოშობის  Bavaria-ს ლუდის ჩამოსხმას ექსკლუზიურად 2026 წლამდე შეძლებს.

მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე Bavaria-მ  სს"ქართული ლუდის კომპანიას" მისი პრემიუმ ლუდის ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა.

Bavaria-ს მენეჯმენტი სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთობლივი მუშაობით კმაყოფილია და სამომავლოდ დიდი წარმატებებისაც სჯერა. Bavaria-ს მეშვიდე თაობის წარმომადგენელი პიერ სვინკელსი, რომელიც ამავდროულად, კომპანიის კომერციული დირექტორია, მიიჩნევს, რომ ამ გარიგებით საქართველოს ლუდის წარმოების სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.

„სწორედ ამიტომ ჩვენი არჩევანი პარტნორის შერჩევისას რეგიონში „ზედაზენზე“ შეჩერდა, როგორც ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორზე“, – აღნიშნავს სვინკელსი.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" მაკრეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ჩოჩელი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი პროექტების ფონზე რეგიონში Bavaria-ს პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"არსებული ბიზნეს გარიგება  ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საწარმო საშუალებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ ევროპული ხარისხის ლუდი“,- აცხადებს შალვა ჩოჩელი. 

უკვე ცნობილია, რომ 2019 წელი Bavaria-ს საკმაოდ აქტიური ექნება, როგორც საქართველოში ასევე მთელს მსოფლიოში. 

2019 წელს Bavaria-ს ბრენდი 300 წლის ხდება. იუბილეს აღსანიშნავად, საქართველო, როგორც Bavaria-ს დიდი ოჯახის ნაწილი, განსაკუთრებულად ემზადება და მომხარებელს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
მეუფე ზენონი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics